FAQ

როგორ ტარდება სტაჟირება?
Pharmbills-ის სტაჟირება ტარდება ონლაინ, Google Class-ის მეშვეობით. ყველა სასწავლო მასალა ინახება კლასში და მასზე წვდომა გექნებათ 24/7-ზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტესტირება მიმდინარეობს.
რა დროს იწყება ლექციები?
ლექციები იწყება საღამოს 5-5:30 საათზე. დღეები დამოკიდებულია ჯგუფზე, რომელშიც მოხვდებით. ზოგიერთი კურსი ტარდება სამუშაო დღეებში და ზოგიერთი - შაბათ-კვირას.
შეიძლება ლექციის გაცდენა?
რეალურ დროში მიმდინარეობს, ამიტომ გაცდენა არაა მიზანშეწონილი. თუკი ვერ ახერხებთ დასწრებას, აუცილებლად გააფრთხილეთ თქვენი შეფასების კოორდინატორი და დამოუკიდებლად დაამუშავეთ სასწავლო მასალა. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ თქვენს მენტორს ნებისმიერი კითხვა დაუსვათ ელ-ფოსტის მეშვეობით ან მომდევნო ლექციაზე.
მთელი პროგრამა ინგლისურ ენაზეა?
დიახ, ყველაფერი ინგლისურ ენაზე ისწავლება - თქვენი მენტორი ეროვნებით ამერიკელია. შესაძლებლობა გექნებათ დაუსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები, ის სიამოვნებით გიპასუხებთ ან გაიმეორებს ახსნილ მასალას.
რამდენია ადამიანია ჯგუფში?
როგორც წესი, ჯგუფში 15 მსმენელზე მეტი არაა.
როგორ ტარდება ლექციები?
ლექციები ტარდება ონლაინ, თუმცა არ კეთდება ჩანაწერი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სრული დასწრება. პროცესი ინტერაქტიულია და მენტორი სიხარულით უპასუხებს თქვენს კითხვებს - იქნება ეს პირადად, თუ მეილის საშუალებით.
რამდენად შესაძლებელია, რომ სტაჟირების შემდეგ სამუშაო შეთავაზება მივიღო?
ზოგჯერ ყველა სტუდენტი იღებს შეთავაზებას. ეს დამოკიდებულია გუნდის ლიდერთან ან დამსაქმებელთან საბოლოო ინტერვიუზე.
რას მოიცავს საბოლოო გასაუბრება?
საბოლო ინტერვიუ ასევე ინგლისურ ენაზე ტარდება. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ უკვე აგირჩიეთ, როგორც პოტენციური თანამშრომელი, ასე რომ, არაფერია სანერვიულო. ერთადერთი, რაც გევალებათ, უნდა გაგვიზიაროთ ინფორმაცია თქვენს შესახებ და მოგვიყვანოთ მაგალითები, როგორ იყენებთ თქვენს უნარებს პროფესიულ გარემოში.
შემიძლია სტაჟირების გავლა, ისე რომ მუშაობა არ დავიწყო?
სამწუხაროდ - არა. პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის გამოყენებას მხოლოდ Medical ან Real Estate Billing-ში და ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან შეძლებთ.
შემიძლია შემდეგ სტაჟირებაში მივიღო მონაწილეობა?
რა თქმა უნდა, თქვენი ხილვა ყოველთვის გაგვიხარდება. თქვენ მხოლოდ დაწყების თარიღი შეარჩიეთ.

More on our Instagram

გაქვთ კითხვები? მოგვწერეთ

Ყველა უფლება დაცულია, 2023
PHARMBILLS ACADEMY